aWaris avtonomiuri respublika  
  

 

 

Suaxevis municipaliteti
თვითმმართველი ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

შეიქმნა 1952 წელს ხულოს რაიონიდან გამოყოფილი ტერიტორიის ხარჯზე, 1963-1964 წწ. ისევ ხულოს რაიონშია, 1965 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთო სიგრძე დაახლოებით 195 კილომეტრია. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (6,3 კმ) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი (2,5 კმ), სამხრეთით თურქეთი (46 კმ), აღმოსავლეთით ხულოს მუნიციპალიტეტი (78 კმ), დასავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი (31,5 კმ) და ქობულეთის მუნიციპალიტეტი (29,5 კმ).

შუახევის მუნიციპალიტეტის ფართობია - 588 კმ².

geografia

reliefi

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ გადის 500 მ სიმაღლის იზოჰიფსი.

სამხრეთ ნახევარი უჭირავს შავშეთის ქედსა და მის ჩრდილოეთ განტოტებებს, ჩრდილოეთ ნახევარი - აჭარა-გურიის სამხრეთ განტოტებებს.

მაღალი მთებია: ხევა (2812 მ) შავშეთის ქედზე და თაგინაური (2662 მ) მესხეთის ქედზე. რელიეფი დანაწევრებულია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ეროზიული ხეობებით.

ფერდობებზე სხვადასხვა ასაკის ტერასების ფრაგმენტებია. აგებულია შუაეოცრნური ანდეზიტებითა და ჰიდროკლასტოლითებით, ვულკანოგენური ფაციესის, შრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და არგილიტებით. არის შუა და ზედაეოცენური სიენიტ-დიორიტები.

შუახევის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა გოგირდის კოლჩედანის, ალუნიტის, გაბროს, სანალიის, ანდეზიტ-ტაციტისა და ბრილის სააგურე თიხის საბადოები.

Siga wylebi

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე აჭარისწყლის შუა მონაკვეთი, მას მარჯვნიდან ერთვის ჭვანისწყალი (სიგრძე 27 კმ), მარცხნიდან ჩირუხისწყალი (სიგრძე 32 კმ). ყველა მდინარე მიეკუთვნება აჭარისწყლის აუზს. მდინარე აჭარისწყალი მუნიციპალიტეტის ფარგლებში გაედინება 17 კმ-ის მანძილზე. მდინარეები შერეული საზრდოობისაა. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში. მუნიციპალიტეტში ბევრია წყაროების გამოსავლები. მდინარეთა ჰიდროპოტენციური მარაგი მაღალია.

მდინარე სანალიაზე აშენებულია 3000 კვტ. სიმძლავრის მცირე ჰესი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე ტბებიდან აღსანიშნავია შავი ტბა (ფართობი 750 მ², სიღრმე 10 მ).

უხვადაა მინერალური წყლები: შუახევის, შამბალეთის, ლამაზმარეს, ბათალვაკის, გუდნის, ბოგილის, ტყემალთის, უჩამბის და სხვ. სოფელ ტომაშეთის მიდამოებში ცნობილია გოგირდწყალბადიანი თერმული წყლები, რომელთა ტემპერატურა 30 °C-ს აღწევს.

hava

შუახევის მუნიციპალიტეტი აჭარაში გამოირჩევა შედარებით ნაკლები სინესტით. ხეობის გასწვრივ არის ხმელთაშუაზღვის ტიპის სუბტროპიკული ჰავა, იცის ცხელი და მშრალი ზაფხული, შედარებით თბილი ზამთარი.

საშუალო წლიური ტემპერატურა 11,4 °C, იანვარში 1,3 °C, აგვისტოში 19,9 °C; აბსოლუტურ მაქსიმალური ტემპერატურა 42,3 °C; აბსოლუტურ მინიმუმი - 12 °C. ნალექები 1200–1500 მმ მოდის წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი შემოდგომაზეა, მინიმუმი - გაზაფხულზე. წლის ცივ პერიოდში ნალექები თოვლის სახით მოდის. თოვლის სისქე 2-3 აღწევს.

ყველაზე მაღალ ადგილებში ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია, ზაფხული მოკლე და გრილი.

niadagebi

შუახევის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია ტყის მუქი ყომრალი, ღია ყომრალი, ფსევდოეწერი, მთა–ტყის ტიპის ნიადაგები. მაღალმთიან ზონაში მთის მდელოს ნიადაგებია. ბევრგან ნიადაგი სრულიად ჩამორეცხილია.

landSafti

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. დაბალი მთა-ხეობათა ზონა ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავსი სუბტროპიკული ჰავით, წიფლნარ-მუხნარითა და ფიჭვის ტყეებით, ალუვიური და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით;
  2. საშუალმთის მთა-ხეობათა ზონა, წაბლისა და წიფლის ტყეებით, ტყის ყომრალი ნიადაგებით;
  3. მაღალ მთა-ხეობათა ზონა ძლიერ დანაწევრებული რელიეფით, წიწვოვანი ტყეებით, ტიპური და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებით;
  4. მაღალმთიანი ზონა ბრტყელი წყალგამყოფებით, მთა-მდელოს ნიადაგებით, სუბალპური და ალპური მცენარეულობით.

fauna

ფაუნის წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია: შველი, არჩვი, გარეული ღორი, ზღარბი, თხუნელა, კურდღელი, მგელი, მელა, დათვი, მაჩვი, ტურა, კვერნა. გვხვდება აგრეთვე მწვანე ხვლიკი და გველი ანკარა. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: კოდალა, შაშვი, გუგული, ოფოფი, კაკაბი, როჭო, მერცხალი, ტყის ქათამი.

მდინარეებში ბევრია თევზი: კალმახი, წვერა, ღორჯო და სხვ.

flora

შუახევის მუნიციპალიტეტის ფლორა საკმაოდ მდიდარია (მუხა, წაბლი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, წიფელი, ცაცხვი, თელა, ფიჭვი, ნაძვი, იელი, მოცვი, წყავი, შქერი). მუნიციპალიტეტის ტყეები მდიდარია გარეული ხილით, აგრეთვე სამკურნალო მცენარეებით.

mosaxleoba

წლები 1959 1970 1979 1989 1991 2002 2014 2016 2017 2018
მოსახლეობა 20 324 23 196 23 081 25 113 17 900 21 850 15 044 15 100 15 100 15 100

administraciuli erTeulebi

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა შუახევი (1,0 ათასი მცხოვრები, დაბის სტატუსი–1974 წლიდან). შუახევის მუნიციპალიტეტში 68 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 67 სოფელი. მუნიციპალიტეტი იყოფა 10 ტერიტორიულ ერთეულად: 1 დაბა და 9 თემი.

მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 19 წევრისგან. საკრებულოს თავმჯდომარეა იური ქათამაძე. საკრებულოს კომისიებია:

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია
  • განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისია
  • საპროცედურო საკითხთა კომისია
  • საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომისია
  • ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისია

ekonomika

მუნიციპალიტეტში გავრცელებული ნიადაგები ხელს უწყობენ მაღალხარისხოვანი „სამსუნისა“ და „ტრაპიზონის“ ჯიშის თამბაქოს მოყვანას. კარგ მოსავალს იძლევა აგრეთვე ილი, ლობიო, ბოსტნეული კულტურები და სხვა.

ეკონომიკის მთავარი დარგი სოფლის მეურნეობაა, დაბალმთიან ზონაში წამყვანია მემცენარეობა, ხოლო მაღალმთიან ზონაში – მეცხოველეობა, ფართოდაა გავრცელებული მეფუტკრეობა.

RirSesaniSnaobebi

მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია:

 

Suaxevis - soflebi

Suaxevis - foto galerea

რეგიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი შუახევის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°37`37″ ჩ. გ. 42°11`13″ ა. გ.
ფართობი 588 კმ²
მოსახლეობა 15 044 (2014),
20 700 (1994),
19 990 (1995),
18 816 (1996)
სიმჭიდროვე 25,6 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,1 %
თურქები 1,8 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა
მუსლიმები 74,4 %
მართლმადიდებლები 23,5 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (424)
საფოსტო ინდექსი
6300
ოფიციალური საიტი http://www.shuakhevi.gov.ge


 

შუახევის გერბი შუახევის დროშა

 

RirSesaniSnaobebi

მდინარე სანალიაზე აშენებულია 3000 კვტ. სიმძლავრის მცირე ჰესი.